ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო სირიასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნას განიხილავს


ფოტოზე: „ნატო"-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, 19 ნოემბერი, 2012 წ.
ფოტოზე: „ნატო"-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, 19 ნოემბერი, 2012 წ.

თურქეთი სირიის საზღვართან პატრიოტის ტიპის სარაკეტო მოწყობილობის დაყენებას ითხოვს

ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსი განიხილავს თურქეთის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის საზღვართან პატრიოტის ტიპის სარაკეტო მოწყობილობა დააყენოს.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ თურქეთმა - ნატოს წევრმა ქვეყანამ - ოფიციალური მოთხოვნა ალიანსის წევრებს ორშაბათს გაუგზავნა და ნატო მის განხილვას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ტომას დე მაიზიერმა განაცხადა, რომ თურქეთის ამ მოთხოვნას ალიანსი მას შემდეგ ელოდებოდა, რაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ერთგულმა ძალებმა თურქეთ სირიის საზღვარზე მდებარე თურქული სოფლები დაბომბეს.

რასმუსენის განცხადებით, ნატო ყველაფერს გააკეთებს თურქეთის დასაცავად და, საჭიროების შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა არასაფრენი ზონაც კი დააწესოს, რომლის დაცვასაც თურქეთში განლაგებული პარტიორები ადვილად მოახერხებენ.
XS
SM
MD
LG