ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილების მოლოდინშია


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო

მოსკოვი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკებაზე მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკებაზე მზადყოფნას გამოთქვამს. საუბარია ევროპაში ჩვეულებრივი სამხედრო შეიარაღების შემცირებაზე. „ნატო"-ს წევრი ქვეყნები 1999 წელს განახლებული ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარს იმ მიზეზით აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოში და მოლდოვაში შეიარაღებულ ძალებს ინარჩუნებს. საუბარია რუსეთის ჯარებზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტრისპირეთის ტერიტორიებზე.

მოსკოვის გადაწყვეტილება „ნატო"-ში რუსეთის ახალმა ელჩმა, ალექსანდრე გრუშკომ დღეს გაახმოვანა, დასძინა რა, რომ კონსულტაციები ისე უნდა ჩატარდეს, რომ აღიკვეთოს მათი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა.

„ბურთი ახლა ევროპელთა ნახევარზეა,“ - ამ სიტყვებით გრუშკო მიანიშნებს, რომ რუსეთი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილების მოლოდინშია.
XS
SM
MD
LG