ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ამბოხის შემდეგ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს

სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი ორი მანქანის ერთდროულ აფეთქებას სულ ცოტა 34 ადამიანი შეეწირა.

ინციდენტი ჯერმანას გარეუბანში მოხდა, სადაც ძირითადად ქრისტიანები და დრუზები ცხოვრობენ. აქტივისტების თქმით და ტელევიზიით სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ძლიერი აფეთქების გამო მანქანების ნარჩენები დიდ რადიუსზე იყო მიმოფანტული. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ აფეთქებას ტერორისტულ აქტად აფასებს.

სირიელი უფლებადამცველების მტკიცებით, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ამბოხის შემდეგ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG