ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელმა ამბოხებულებმა ახალი ობიექტი დაიკავეს


პრეზიდენტ ასადის არმიამ ევფრატზე მდებარე ჰიდროელექტროსადგური დათმო

აქტივისტების განცხადებით, სირიელმა ამბოხებულებმა ძლიერი შეტაკებების შემდეგ ევფრატის ნაპირზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე კონტროლი მოიპოვეს.

ბრიტანეთში მოქმედი სირიის უფლებადამცველთა ცენტრის განცხადებით, სადგური ამბოხებულთათვის განსაკუთებით მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. გასულ კვირას, ამბოხებულებმა სირიის მასშტაბით ხუთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი და საბრძოლო იარაღი ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სამთავრობო ძალებმა პოზიციები დაკარგეს და ოპოზიციის მებრძოლები გათავისუფლდნენ.

გასულ კვირას სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის საზღვარი დაბომბეს, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG