ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა ოპოზიციური ჯგუფს არალეგიტიმურად მიიჩნევს


სირიის მთავრობა ოპოზიციური ჯგუფს არალეგიტიმურად მიიჩნევს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა არ ცნოს ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციური საბჭო.

კვირას, დამასკოში, ვალიდ ალ-მუალემ განაცხადა, რომ სირია ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სირიის ეროვნულ საბჭოს აღიარებს, „მკაცრი ზომებით“ უპასუხებს. მისივე თქმით, ეს ოპოზიციური ჯგუფი არალეგიტიმურია.

შაბათს სტოკჰოლმში სირიის ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ და ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმები განიხილეს.

ამ ფონზე, სირიის უშიშროების ძალებმა შაბათს ცეცხლი გაუხსნეს დაკრძალვის ცერემონიალზე შეკრებილ ხალხს. შედეგად 5 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG