ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში შეტაკებებისას 13 ადამიანი დაიღუპა


სირიაში შეტაკებებისას 13 ადამიანი დაიღუპა

სირიის ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციებზე თავდასხმამ 2,900 ადამიანზე მეტი სიცოხლე შეიწირა.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების განცხადებით, შეტაკებამ ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, თურქეთის საზღვართან 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბრძოლა აღნიშნულ ძალებს შორის, პროვინციის ქალაქ ბინისზე სამთავრობო ჯარების თავდასხმამ განაპირობა.

პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობა ოპოზიციის პროტესტს კვლავ სამხედრო ძალის გამოყენებით უპირისპირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირმა სირიის კომერციული ბანკისათვის აქტივების გაყინვის სანქცია მიიღო, რითაც ბატონი ასადის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის შეჩერებას ცდილობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, სირიის ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციებზე თავდასხმამ 2,900 ადამიანზე მეტი სიცოcხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG