ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიარიაში კვლავ მსხვერპლია


სიარიაში კვლავ მსხვერპლია
სიარიაში კვლავ მსხვერპლია

სააგენტო „როიტერის“ ცნობით სირიის ხელისუფლება აღნიშნულ მკვლელობებს უარყოფს.

სირიის უშიშროებამ დემონსტრანტებს რამდენიმე ქალაქში ცეცხლი გაუხსნა. არაბული ლიგის მშვიდობის ინიციატივის მიღების მიუხედავად, ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ ანგარიშსწორება გრძელდება.

უფლებადამცველთა განცხადებით, დამასკოში და ჰომსში ყველაზე ცოტა 7 ადამიანია დაღუპული. წინა დღეს აქტივისტების მონაცემებით, ჰომსში საპროტესტო აქციის 12 მონაწილე მოკლეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით სირიის ხელისუფლება აღნიშნულ მკვლელობებს უარყოფს.

არაბული ლიგის მიერ ოთხშაბათს შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით, მთავრობას ქუჩებიდან მძიმე ტექნიკა დაუყოვნებლივ უნდა გამოეყვანა, დემონსტრანტთა მიმართ ძალადობა შეეწყვიტა და პოლიტიკური პატიმრები გაეთავისუფლებინა. ხელისუფლებამ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სირიის ოპოზიციური ეროვნული სათათბირო მთავრობასთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას მოითხოვს. ერთადერთი პირობა, რაც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს, არის ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულზე გადასვლა, აცხადებს სათათბიროს წევრი სამირ ალ-ნაშარი.

XS
SM
MD
LG