ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სირიაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება განახლდა. ამ ფონზე, გაეროსა და არაბული ლიგის ელჩი სირიაში კოფი ანანი უშიშროების საბჭოს წინაშე ბრიფინგს ამზადებს სირიაში შემდგარი ვიზიტის შედეგების გაცნობის მიზნით.

დიდ ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იტყობინება, რომ ბაშარ ალ ასადის მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა იდლიბის პროვინციაში ორი ადამიანი მოკლეს. ქვეყნის სამხრეთში კი, უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ჯარებმა ორი ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.

XS
SM
MD
LG