ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია


სირიაში ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია
სირიაში ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია

აფეთქებებისაგან დაზარალებულ სირიის ქალაქებში - ჰომსა და ჰამაში აქტივისტები და ჰუმანიტარული ჯგუფები გადაუდებელი დახმარების გაწევას ცდილობენ. პირველადი დახმარების ნუსხაში საკვები, სასმელი წყალი და სამედიცინო საშუალებები შედის.

მიუხედავად იმისა რომ სირიის ზოგიერთ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები არ შეინიშნება, ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია. ქაიროში სირიიდან განდევნილი ზაქარია დაბა ამბობს რომ მის ახლობლებს მშობლიურ ქალაქ - ალეპოში ამ მხრივ გარკვეული სირთულები ყოველდღიურად ხვდებათ.

„აქ არანაირი სამსახური არ არის; ხალხს გასათბობად არც საწვავი აქვს და არც საკვები. ეკონომიკა საშინელ დღეშია და მათ კი ვისაც საკუთარი თავი ე.წ „მმართველ ძალად“ მიაჩნია, სათანადო ზომებს არ ღებულობს. “

სირიაში, ადამიანებისათვის განსაკუთრებულად საჭირო პროდუქციაზე ფასების საშინელი გაზრდა შეინიშნება; მაგალითად ისეთ საკვებზე როგორიც პურია, ფასი გაორმაგებულია, ხოლო დანარჩენზე კი, გასულ წელთან შედარებით არეულობის დაწყებამდე, ფასები 50 პროცენტითაა გაზრდილი.

პარალელურად, სირიის ვალუტის ღურებულებაც საგრძნობლად დავარდა, რასაც ასევე ხელი შეუწყო საერთაშორისო გადარიცხვებისა და ბანკომატებში დებიტი და კრედიტ ბარათების გამოყენების შეწყვეტამ.

სანამ საერთაშორისო საზოგადოება, სირიას მკაცრ სანქციებს დაუწესებს, ლონდონის ჩათამ ჰაუსის ექსპერტი ნადიმ შეჰადიდი ამბობს რომ:

„სანქციების შემოღება და მისი განხორციელება ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ მეზობელი რეგიონებისათვის, რომელსაც ქვეყანასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამიტომ ისინი სანქციების დასაძლევად ყოველთვის პოულობენ გამოსავალს.“

აღნიშნული ვითარება, პრობლემებს თავად ტურისტებსაც უქმნის. მას შემდეგ რაც სირიულ კაპიტალი შეიზღუდა, შავი ბაზრის მეშვეობით, ბიზნესი ლიბანის ბანკირებს უცხოური ვალუტის მისაღებად იყენებს.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეულ ქალაქებში ვითარება შედარებით უკეთესია. დამასკოს ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, მან საკვები და საწვავი მაინც ადვილად იშოვა მიუხედავად არსებული დაძაბულობისა:

სირიის მთავრობა თვადსახმების გამო ელექტროენრგიისა და სხვა მნიშვნელოვანიი მარაგის შეწყვეტაში შეიარაღებულ ექსტრემისტებს სდებს ბრალს; სანაცვლოდ, ოპიზიცია კი ხელისფლებას ადანაშაულებს.

ჩათამ ჰაუსის ექსპერტი შეჰადიდი ამ მდგომარეობას შემდეგნაირად აფასებს:

„ამ გარდამავლ პერიოდში ყველას უნდა ახსოვდეს რომ თუკი შენ ახლა რაიმეს ანადგურებ, ეს ნიშნავს რომ შენს საკუთარ თავს აზიანებ პირველ რიგში, რადგან დღეს იქნება თუ ხვალ ნებისმიერ რეჟიმს ააქვს დასასრული. “

თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ყოველივე ეს არავინ იცის; შეჰადიდის კომენტარიდან კი ჩანს რომ, რაც უფრო გახანგრძლივდება დაძაბული სიტუაცია, სირიაში, მით მეტად დაზარალდება ეკონომიკა და მით მეტად ხელი შეეწყობა ძალადობის გაზრდას.


XS
SM
MD
LG