საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში ქიმიური იარაღის მონიტორინგს აწარმოებს პარასკევს ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად და როგორ უნდა განხორციელდეს სირიის ქიმიური იარაღის განადგურების სარისკო პროცესი.
ქიმიური იარაღის აღკვეთის ორგანიზაცია აცხადებს, რომ საუკეთესო გამოსავალი სირიის ქიმიური იარაღის ქვეყნიდან გატანა და მის საზღვრებს გარეთ განადგურება იქნება. სირიის მთავრობა ორგანიზაციის დასკვნას ეთანხმება და მზადაა ქიმიური იარაღი ქვეყნიდან გაიტანოს. თუმცა, ამ ეტაპზე არც ერთ ქვეყანას გამოუთქვამს სურვილი ქიმიური იარაღი მიიღოს და საკუთარ ტერიტორიაზე გაანადგუროს.