ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობა სირიაში


ქიმიური იარაღის განადგურების მისია მთავრობიგან განიარაღების გეგმას ელოდება

საერთაშორისო მისია, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გასანადგურებლად არის ჩასული, მთავრობისგან გეგმას ელოდება, რომლის მიხედვითაც იარაღის განადგურება მოხდება. გეგმა გაეროს და ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაციის ერთობლივი შეთანხმების საბოლოო ფაზას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, სირიაში ქიმიური იარაღის მოსპობა მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
ინსპექტორებმა ობიექტების უმეტესი ნაწილი უკვე დაათვალიერეს და შესაბამისი ანგარიში წარმოადგინეს. სირიის ხელისუფლებას გეგმის შესამუშავებლად პირველადი ვადა კვირა დღემდე აქვს მიცემული, თუმცა ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია პასუხს 24 საათის განმავლობაში ელოდება.
XS
SM
MD
LG