ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმის და ასადის შეხვედრის შედეგები


მოლაპარაკებებში პროგრსის მიღწევაზე ალჟირელ დიპლომატს შეხვედრის შემდეგ არაფერი უთქვამს

საერთაშორისო მშვიდობის დესპანმა, ლახდარ ბრაჰიმიმ დამასკოში სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადთან შეხვდრის შემდეგ შეშფოთება გამოთქვა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო.

ბრაჰიმიმ ასადს კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე მშვიდობიანი გზა შესთავაზა, თუმცა ამ მოლაპარაკებებში პროგრსის მიღწევაზე ალჟირელ დიპლომატს შეხვედრის შემდეგ არაფერი უთქვამს. როგორც სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო "სანა" იტყობინება, პრეზიდენტი მხარს უჭერს ყველა სახის სამშვიდობო ძალისხმევას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ დაარღვევს.
XS
SM
MD
LG