ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარმუყის ბანაკში უკვე მეორე დღეა ბრძოლებია


სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ბანაკი, რომლის დროსაც რვა ადამიანი დაიღუპა

სირიის ოპოზიციის განცხადებით, დამასკოს მახლობლად მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ბაშარ ასადის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.
იარმუყის ბანაკში უკვე მეორე დღეა ბრძოლებია. მანამდე სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ბანაკი, რომლის დროსაც რვა ადამიანი დაიღუპა.
ამასობაში ამერიკული ტელეარხის ენ-ბი-სის მესვეურებმა განაცხადეს, რომ სირიაში დაკავებული ჟურნალისტის რიჩარდ ენგელის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ენგელი და მისი გუნდის წვერები თურქეთიდან სირიაში საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს და უკან თურქეთში დააბრუნეს.
XS
SM
MD
LG