ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი სირიაში საგამოძიებო მისიას გზავნის


სირიის მთავრობამ ოთხშაბათს ბან კი მუნს მიმართა დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნით

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მისიის გაგზავნის თაობაზე განცხადება გააკეთა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ თუ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები დადასტურდა, ეს იქნება "აღმაშფოთებელი დანაშაული," ამიტომაც საგამოძიებო მისია სირიაში დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს.

სირიის მთავრობამ ოთხშაბათს ბან კი მუნს მიმართა დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნით. სირიის მთავრობა ირწმუნება, რომ მეამბოხეებმა სამშაბათს ქიმიური იარაღი გამოიყენეს ალეპოზე განხორციელებული შეტევის დროს.
XS
SM
MD
LG