ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი სირიის ქალაქ ქატაბისთან


ინციდენტი სირიის ქალაქ ქატაბისთან
ინციდენტი სირიის ქალაქ ქატაბისთან

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების განცხადებით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში ერთერთ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს და ხუთი ადამიანი მოკლეს. ინციდენტი დღეს ქალაქ ქატაბის მახლობლად მოხდა.

როგორც ლონდონში მდებარე სირიელ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, გუშინ იდლიბის პროვინციაში რეიდის დროს სამთავრობო ძალებმა 11 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოგვიანებით პატრულირების დროს უსაფრთხოების წარმომადგენლებმა შვიდი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. რვა მოქალაქე დაიღუპა სამგლოვიარე პროცესზე განხორციელებული რეიდის დროსაც.

გაეროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის განცხადებით, მარტში დაწყებული არეულობის შემდეგ სირიაში უსაფრთხოების ძალებმა 5000- მდე ადამიანი მოკლეს.თუმცა გაეროში სირიის ელჩი ამ მონაცემებს კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ სირიაში მთავრობასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით ძალადობრივი მას მერე გახდა, რაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ სამთავრობო ძალებისგან თავდაცვის მიზნით ხელში იარაღი აიღო.

XS
SM
MD
LG