გაეროს სპეციალური დესპანი კოფი ანანი სამშვიდობო გეგმის გადასარჩენად სირიაში ჩავიდა. მისი განცხადებით, სამშვიდობო გეგმის პირობები „ზედმიწევნით არ სრულდება“. უფლებადამცველები მთავრობის ძალებს ქალაქ ჰამაზე შეტევასა და 34 ადამინის სიკვდილში ადანაშაულებენ. დამასკოში ჩასვლისას კოფი ანანმა ყველა შეიარაღებულ მხარეს იარაღის დაყრისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდა. მისი სამშვიდობო გეგმა 15 თვეზეა გათვლილი. მან ასევე აღნიშნა, რომ „შეძრწუნებულია“ ამბოხებულთა დასახლებულ პუნქტ ჰულაში 108 ადამანის მოკვლის ფაქტით.
„მე მოვუწოდებ მთავრობას გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ამ კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრისთვის, რათა ყველას მიეცეს პოლიტიკური პროცესში მონაწილეობის უფლება. და ეს გზავნილი არ ეხება მხოლოდ მთავრობას, არაემდ ყველას ვისაც ხელში იარაღი უჭირავს,“ - განაცხადა კოფი ანანმა.