ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნებადართული შეკრება სირიაში


ნებადართული შეკრება სირიაში

დღეს სირიაში დიდი შეკრება გაიმართა, სადაც 150-ზე მეტმა აქტივისტმა და საზოგადო მოღვაწემ მიიღო მონაწილეობა. ასევე მიწვეულნი იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარების და დემოკრატიულ მმართველობაზე სირიის ტრანზიციის დეტალების განხილვა იყო. შეკრება დამასკოში გაიმართა და ქვეყნის ნაციონალური ჰიმნით გაიხსნა. მონაწილეებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამბოხება დაიწყო, ეს არის პირველი დიდი შეხვედრა, სადაც მხოლოდ ის პირები მონაწილეობენ, ვისაც მთავრობასთან არანაირი შეხება არ გააჩნია. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათი განცხადებით, ნებისმიერი სანქცირებული შეხვედრა ასადის მთავრობის მიერ იქნება გამოყენებული და მისი ლეგიტიმურობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG