ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადის მხარდამჭერი დემონსტრაციები სირიაში


ასადის მხარდამჭერი დემონსტრაციები სირიაში

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად ათობით ათასი სირიელი გამოვიდა ქუჩაში. წინა დღეს კი სირიის ლიდერმა ქვეყანაში მიმდინარე არეულებას საბოტაჟი უწოდა და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ინიციატივით გამოვიდა.

დედაქალაქ დამასკოში ათობით ათასი დემონსტრანტი ბაშარ ალ-ასადის პორტრეტებით ხელში პრეზინდტის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა. სირიის ტელევიზიით გასული კადრების თანახმად, ანალოგიური მხარდამჭერი დემოსნტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ასადმა ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადა იმ პირებისთვის ვინც 20 ივინისამდეა დაპატიმრებული. პრეზიდენტს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG