ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ სუდანის საზღვარი დაიბომბა


ორ სუდანს შორის ნავთობით მდიდარი რაიონის გამო დაპირისპირება გრძელდება

სამხრეთ სუდანი სუდანს საკუთარი ტერიტორიის ავიადაბომბვაში ადანაშაულებს.სუდანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე საკუთარ ქვეყანაში მოქმედი მეამბოხეები იყვნენ.

ოთხშაბათს სამხრეთ სუდანის არმიის პრესსპიკერმა ფილიპ აგუერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სუდანის თვითმფრინავებმა სამხრეთ სუდანის საზღვართან ბაჰრ ალ ღაზალის ტერიტორია დაბომბეს. აგუერის განცხადებით, დაღუპულია ერთი და დაჭრილია ოთხი ადამიანი.

სუდანმა დაადასტურა საჰაერო თავდასხმა, თუმცა პრესცენტრის განცხადებით, მათი მიზანი სუდანის ჩრდილოეთ საზღვარზე დაბანაკებული ამბოხებულების განადგურება იყო.

საჰაერო თავდასხმა სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის იმ დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ნავთობით მდიდარ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების გამო დაიწყო.
XS
SM
MD
LG