ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში გაეროს მშვიდობისმყოფელები მოკლეს


ინციდენტი მისიის ცენტრალური ოფისიდან ორი კილომეტრის დაშორებით მოხდა

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სუდანში, დარფურის რეგიონში, თავდასხმისას გაეროს ოთხი მშვიდობისმყოფელი მოკლეს და რვა ადამიანი დაჭრეს.

დარფურში გაერო-აფრიკის კავშირის მისიის განცხადებით, თავდამსხმელებმა ცეცხლი მშვიდობისმყოფელებს სამშაბათს გაუხსნეს.

მისიის პრესცენტრი აცხადებს, რომ მშვიდობისმყოფელები ნიგერიიდან იყვნენ და ქალაქ ელ გენეინაში პატრულირებდნენ, როდესაც მათ წინააღმდეგ თავდამსხმელებმა რამდენიმე მხრიდან გახსნეს ცეცხლი.

ინციდენტი მისიის ცენტრალური ოფისიდან ორი კილომეტრის დაშორებით მოხდა. პრესცენტრის განცხადებით, თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია.
XS
SM
MD
LG