ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანმა უცხოელი მოქალაქეები დააპატიმრა


სუდანის განცხადებით, ჰეგლიგის სადავო რაიონში სამი უცხოელი და ერთი სამხრეთ სუდანელი მოქალაქე დააპატიმრეს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ. თუმცა, საერთაშორისო სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით დაკავებული პირები განაღმვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სუდანელებმა შაბათს ბრიტანელი, ნორვეგიელი და სამხრეთ აფრიკელი მოქალაქეები დააპატიმრეს. სუდანის მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები სამხედრო დანიშნულების ინფორმაციას აგროვებდნენ. თუმცა, ნორვეგიის სამაშველო მისიის ცნობით, დაკავებულები მათი თანამშრომლები არიან და სუდანში განაღმვით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

XS
SM
MD
LG