ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ისევ ხანძარს ებრძვიან


კალიფორნიაში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლოს-ანჯელესის სიახლოვეს გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი უშლის ხელს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ღამით ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი და მისი სიჩქარე საათში, სავარაუდოდ, 120 კილომეტრს მიაღწევს.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა დარილ ოსბიმ ხალხი გააფრთხილა, რომ ფხიზლად იყვნენ, რადგან საშიშროების გაზრდის შემთხვევაში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაცია გახდება საჭირო.

ლოს-ანჯელესის მერის ინფორმაციით, 230 000 ადამიანი ლოს-ანჯელესისა და ვენტურის ოლქებიდან უკვე ევაკუირებულია.

XS
SM
MD
LG