ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ხანძრების შემდეგ 900 ადამიანი გაუჩინარდა


სანტა-როზა, კალიფორნია
სანტა-როზა, კალიფორნია

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ძლიერი ცეცხლის მიერ განადგურებულ საცხოვრებელ უბნებში დაღუპულთა ცხედარების საპოვნელად მაშველებმა მაძებარი ძაღლები ჩართეს.

ჩრდილოეთ სან-ფრანცისკოში ცეცხლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 900-მდე ადამიანია გაუჩინარებული.

შერიფ რობერტ ჯორდანოს თქმით, დაღუპულების იდენტიფიცირება რთული იქნება. „ნაპოვნია ცხედრები მცირე დაზიანებებით, ასევე ნაპოვნია ფერფლად ქცეული სხეულები.“

შტატის მთავრობის ცნობით, 3500 სახლი და მცირე ბიზნესი განადგურებულია.

კალიფორნიისთვის ხანძარი უცხო არაა, ზაფხულის ბოლოს და ადრეულ შემოდგომაზე, ჩვეულებრივ, შტატში განსაკუთრებით მშრალი და ქარიანი ამინდია, რაც ხშირად მასშტაბური ხანძრების მიზეზი ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG