ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: რუსეთს მტკიცედ უნდა დავუდგეთ


“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთს მტკიცედ უნდა დაუდგეს, მაგრამ დიალოგიც მნიშვნელოვანია. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებაში ბოლო წლების მანძილზე არნახული ერთობაა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ამერიკის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. “პრეზიდენტმა ტრამპმა სხვადასხვა შეხვედრაზე და თეთრ სახლში, აპრილში ჩემთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოსადმი ერთგულება გამოხატა… საბიუჯეტო შეთავაზება, რომელიც ადმინისტრაციამ ერთი კვირის წინ წარმოადგინა, ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო დაფინანსების 40-პროცენტიან ზრდას მოიცავს. მეტი ჯარისკაცი, მეტი წვრთნა, ინვესტიციის გაზრდა ინფრასტრუქტურაში, აღჭურვილობით მომარაგებაში - ეს ყოველივე შეერთებული შტატების ნატოს მიმართ ერთგულებას უსვამს ხაზს” - თქვა სტოლტენბერგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG