ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტში მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების ცერემონია იმართება


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს მონტენეგროს ნატოში შესვლისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულები არიან მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დუსკო მარკოვიჩი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. დღესვე მონტენეგროს, როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრის, დროშა აღიმართება ნატოს შტაბბინაში. რამდენიმე წუთის წინ, ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსში ნატოს გაწევრიანება მნიშვნელოვანია არამხოლოდ მონტენეგროსთვის, არამედ მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. „ეს არის იმის მაგალითი, რომ ნატოს კარი ღიაა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც წევრობა სურს და ვინც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს,’ განაცხადა სტოლტენბერგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG