ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი-ლანკაში კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელებმა ტაძრებში ღვთისმსახურება გააუქმეს


შრი-ლანკაში, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელებმა საკვირაო წირვა კიდევ ერთი კვირით გააუქმეს და თქვეს, რომ გასულ თვეში, ეკლესიებზე და სასტუმროებზე თავდასხმების შემდეგ, რასაც 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთების კონკრეტული მიზეზები არსებობს.

კოლომბოს ეპარქიის პრეს-მდივანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკლესიებში არ განახლდება მსახურება, რომელიც კვირისთვის იყო დაგეგმილი.

წინა კვირაში, კარდინალმა მალკოლმ რანჯითმა კერძო მოსახსენებელი პარაკლისი ჩაატარა, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

აღდგომის დღეს მომხდარ თავდასხმაში, ხელისუფლებამ ბრალი ადგილობრივ შეიარაღებულ ჯგუფს დასდო, რომელსაც ეროვნულ თოჰიდ ჯამაათს უწოდებენ. ამ ორგანიზაციამ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება აღუთქვა. იმ დღეს მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

XS
SM
MD
LG