აღდგომის კვირას შრი-ლანკის ეკლესიებში და სასტუმროებში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ქვეყანაში ქალის ნებისმიერი სახის თავსაბურს კანონით კრძალავენ, რომელიც მის სახეს ფარავს. ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფონზე მიიღო.
აკრძალვა ძალაში დღეს დილით შევიდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი კანონი უსაფრთხოების ძალებს იდენტიფიცირების პროცესში დაეხმარება. საუბარია იმ ადამიანების მოძებნაზე და ამოცნობაზე, ვინც აღდგომის აფეთქებებთან არის დაკავშირებული.
Facebook Forum