ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებებისას 200 ადამიანი დაიღუპა


შრი-ლანკაში, ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად მომხდარი კოორდინირებული აფეთქებებისას აღდგომის კვირა დღეს, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 400 კი დაშავდა. აფეთქებები ეკლესიებსა და სასტუმროებში განხორციელდა.

პირველი რამდენიმე აფეთქება ადგილობრივი დროით, დილის 8:45 წუთზე მოხდა. ამ დროს მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. რამდენიმე შემდგომი აფეთქება რამდენიმე საათში მოხდა. სამიზნეს სამ ქალაქში, ეკლესიების კათოლიკე მრევლი და ტურისტები წარმოადგენდნენ.

აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს შრი-ლანკაში განხორციელებული ძალადობა.

მომხდართან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა რომის პაპმაც.

XS
SM
MD
LG