ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საელჩო შრი-ლანკელებს აფრთხილებს, მოერიდონ სამლოცველოებს


\

შეერთებული შტატების საელჩო შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დამდეგ უქმეებზე, სალოცავ ადგილებს მოერიდონ. საელჩო შრი-ლანკის ოფიციალურ ცნობებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია დამატებითი თავდასხმები.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როდესაც ქრისტიანთა ნაწილი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა, რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა ეკლესიებსა და სასტუმროებში თავი აიფეთქა, რასაც 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სამართალდამცავებმა მუსლიმ მორწმუნეებსაც მოუწოდეს, „პარასკევის ლოცვაზე“ თავი აერიდებინათ საერთო სამლოცველოებისთვის და სახლში ელოცათ. შრი-ლანკა აცხადებს, რომ თავდასხმის სავარაუდო ინიციატორი ზაჰრან ჰაშიმი, „შანგრი-ლას“ სასტუმროში თავდასხმისას დაიღუპა.

დღეს იმ მიზეზით, რომ თავდასხმებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება ვერ მოახერხა, შრი-ლანკის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. მომხდარის გამო თანამდებობა ასევე დატოვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG