ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის მთავრობა საერთაშორისო დახმარებას ეძებს


ბოლო დროს გახშირდა მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ესპანეთის მთავრობა საერთაშორისო დახმარებას ეძებს ბანკების კრიზისიდან გამოსაყვანად. ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი იძულებული გახდა გაექარწყლებინა ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება. თუმცა არსებობს პროგნოზები, რომლის მიხედვითაც კრედიტორები დიდ დანაკლისს განიცდიან გაცემული სესხების გამო. კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ასევე ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, გერმანიის ზოგიერთი ბანკი. ის რომ ესპანეთში ეკონომიკური მდგომარეობა სავალაოა, ამაზე მეტყველებს ქვეყნის სამხრეთში სანაპირო ზოლის-კოსტა დელ სოლის გაყოლებაზე მიტოვებული მშენებლობების არსებობა. ესპანეთის ბანკებმა მილიარდობით კრედიტი გასცეს სამშენებლო კომპანიებზე, რის გამოც მათ დიდი დანაკლისი ნახეს.

XS
SM
MD
LG