ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი ამერიკისგან 10 ადამიანის ექსტრადიციას ითხოვს


ესპანეთის მთავრობა შეერთებული შტატებისგან 10 ადამიანის ექსტრადიციას ითხოვს, რომლებიც მადრიდში მდებარე ჩრდილოეთ კორეის საელჩოში შეიჭრნენ და ინფორმაცია მოიპარეს.

მოპარული ინფორმაცია მათ, სავარაუდოდ, გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის უნდა გადაეცათ.

ესპანეთის, სამხრეთ კორეის და ჩრდილოეთ კორეის მთავრობებს ინციდენტის შესახებ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ პალადინომ თქვა, რომ “შეერთებულ შტატებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.”

ესპანელ მოსამართლეს სჯერა, რომ 10 ეჭვმიტანილი შეერთებულ შტატებს აფარებს თავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG