ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უტრეხტში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილს პარასკევს ბრალს წარუდგენენ


ჰოლანდიის პროკურატურამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი გასულ კვირას, ტრამვაისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილ პირს, ტერორისტული განზრახვით რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენებენ ბრალს.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ თურქული წარმოშობის გოკმენ ტანისი მარტო მოქმედებდა, როდესაც ორშაბათს, ქალაქ უტრეხტში ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და სამი სერიოზულად დაშავდა. პოლიციისა და პროკურატურის ერთობლივი განცხადებით, ისინი კვლავ ცდილობენ დააგდინონ, რა იყო 37 წლის ეჭვმიტანილის მოტივი: მოქმედებდა თუ არა ის მარტო, ტერორისტული მოტივებით, თუ ეს მისი პირადი პრობლემებისა და რადიკალისტური იდეების შედეგი იყო.

ეჭვმიტანილი 8-საათიანი ძებნის ოპერაციის შემდეგ დააკავეს. პოლიციამ მოგვიანებით სხვა პირებიც დაპატიმრა. ამ დროისთვის ცდილობენ იმის დადგენას, რა როლი ჰქონდათ სხვა დაკავებულებს სროლის დაგეგმვასა თუ განხორციელებაში.

ტანისი სასამართლოს დახურულ სხდომაზე პარასკევს წარდგება. პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ფსიქიატრიული შემოწმებაც ჩაუტარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG