ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ერა ესპანურ პოლიტიკაში


მეფე ფილიპე პარლამენტის ქვედა პალატაში საზეიმო ფიცის დადების შემდეგ ესპანეთის ტახტზე ავიდა

ესპანეთში დღეს ახალი მეფე აკურთხეს, რასაც ქვეყნის პოლიტიკაში ახალი ერის დაწყებად მიიჩნევენ. გვირგვინოსანი უფლისწული პარლამენტის ქვედა პალატაში საზეიმო ფიცის დადების შემდეგ ესპანეთის ტახტზე ავიდა. მეფე ფილიპემ ინტრონიზაციის აღსანიშნავად გამართული აღლუმის შემდეგ ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული ქვეყანა გადაიბარა. ესპანეთს რეცესიასთან და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელთან გამკლავება უწევს. მუქი ფერის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მონარქი ცერემონიალზე ესპანელებს უფრო მტკიცე და ძლიერ მმართველობას დაპირდა და განაცხადა: „მრავალფეროვან ესპანეთში ადგილი ყველა ჩვენთაგანისთვის მოიძებნება“.

მამამისმა, 76 წლის ხუან კარლოსმა თითქმის ორმოცწლიანი ხელმწიფობა საკუთარი ნებით დათმო და ტახტი უფლისწულს გადააბარა. მედია მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, რამდენიმე გახმაურებულ სკანდალს ასახელებს. მათ შორის საჰარის უდაბნოში ესპანეთის მეფის პომპეზურ ნადირობას სპილოებზე, ხუან კარლოსის მექალთანეობას და მისი უმცროსი ქალიშვილის, პრინცესა ქრისტინას ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG