ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელებს მთავრობის ნდობა არ აქვთ


გლობალური კორუფციის ბარომეტრმა აჩვენა, რომ კორუფცია ძლიერია ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსური კრიზისის გავლენა მეტად შეიმჩნევა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00
ბმული

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ბოლოს ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მსოფლიოს 107 ქვეყანაში გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 23 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყნების მთავრობები კორუფციას ეფექტურად ებრვის.

ევროპაში ეს ციფრები ბევრად უფრო დაბალია. ესპანეთში, გამოკითხულთა 8 პროცენტს მიაჩნია, რომ მთავრობა კორუფციას ებრძვის.იტალიაში ამ ადამიანების რაოდენობა 13 პროცენტს შეადგენს. საბერძნეთსა და პორტუგალიაში კი გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოები საზოგადოებაში მიმდინარე კორუფციულ პრაქტიკას უპირისპირდებიან.

ამერიკის ხმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელს ვალენტინა რიგამონტის ესაუბრა. მისი განცხადებით, ნდობის კრიზის ყველაზე ღრმად ეკონომიკური კრიზისით მოცულ ქვეყნებში იკვეთება. რიგამონტი ამბობს, რომ მოქალაქეთა ნდობა სწორედ ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფ ქვეყნებს ესაჭიროება.

"გლობალური კორუფციის ბარომეტრმა გვაჩვენა, რომ კორუფცია განსაკუთრებით ძლიერია ევროპის სამხრეთში-იმ ქვეყნებში სადაც ფინანსური კრიზისის გავლენა ყველაზე მეტად შეიმჩნევა,"- ამბობს რიგამონტი.

გამოკითხვის თანახმად, შემცირდა ნდობა პოლიტიკურ პარტიებშიც. მაგალითისთვის, საბერძნეთში - ევროზონის ეკონომიკურად ერთერთ ყველაზე შეჭირვებულ სახელმწიფოში ათიდან ცხრა ადამიანი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიები კორუფციის გავლენით იმართება.

რიგამონტის თქმით, მაშინ, როდესაც დაღმავალი ნდობა ეკონომიკური კრიზისითაა გარემოცულ ქვეყნებშია თვალშისაცემი, კორუფცია ევროპის ყველა ქვეყანაში პრობლემად რჩება, მათ შორის ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებში, რომლებსაც ზოგადად გამჭვირვალობის სფეროში ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვთ.

ევროპის არცერთი სახელმწიფო კორუფციისგან თავისუფალი არ არის. ყველა მათგან, სხვადასხვა დოზით, კორუფციის პრობლემას და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბოლო გლობალური კვლევა ემთხვევა არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის ბრალდებას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მხრივ.

გასულ ხუთშაბათს, იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პატიმრობის ვერდიქტი სასამართლომ შეინარჩუნა. ბერლუსკონის გადასახადების ფალსიფიცირებისთვის ედება ბრალი.

ერთი დღით ადრე, ესპანეთის პრემიერ მინისტრი იძულებული იყო საკუთარი თავი დაეცვა პარლამენტის წინაშე, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით. მას, კერძოდ ბრალად ედება არაკანონიერი ფულადი დახმარების მიღება მშენებლობის მაგნატისგან.

ივნისში, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი იძულებული იყო გადამდგარიყო კორუფციულ სკანდალში მისი ერთერთი თანაშემწის სავარაუდო მონაწილეობის ბრალდების გამო.

კორუფციის ბრალდების საფუძველზე გადადგა ლუქსემბურგის მთავრობის მთლიანი შემადგენლობაც.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანალიტიკოსი უილიამ ბარტლეთი ამბობს, რომ კორუფციას ევროპის ქეყნებში არსებული ეკონომიკური რეცესია არ ამწვავებს, არამედ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მთავრობების კორუფცია ათწლეულებია არსებობდა. თუმცა მისივე თქმით, ფინანსურმა კრიზისმა ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა:

"ჩემი აზრით, რეცესიის პირობებში-მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სარგებელი მცირდება და მანიპულაციისთვის ნაკლები დრო და ადგილი რჩება სხვადასხვა მოთამაშეს, ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან და უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მცირედი პრობლემაც კი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა.
"

ბართლეთის თქმით, ადამიანების ნდობის დაკარგვა მთავრობების მოქმედებებში სრულიად ევროპის კონტინენტის პრობლემაა მაშინ როცა სხვადასხვა სახელმწფოს მთავრობა მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებას ლამობს.

ბართლეთის აზრით, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია-ქვეყნები სადაც უმუშევრობა იზრდება და ცხოვრების სტანდარტი იკლებს-ადამიანები ეჭვ ქვეშ აყენებენ მთავრობის მოქმედებებს და შესაბამისად, ძალიან სკეპტიკურად ეკიდებიან დამატებითი ხარჯების დაფარვის ვალდებულებას, რის მიზეზადაც ისინი პოლიტიკოსთა წარსულ შეცდომებს მიიჩნევენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, მსოფლიოს 51 ქვეყნის მოქალაქეები პოლიტიკურ პარტიებს ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუციებად აღიქვამენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი თვლის, რომ მათი მთავრობები სპეციალურ ინტერესთა ჯგუფებით იმართება.
XS
SM
MD
LG