ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი სამეფო ტახტიდან გადადგა და ის საკუთარ შვილს, 46 წლის უფლისწულ ფილიპეს დაუთმო. გადაწყვეტილების შესახებ ქვეყანას ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ დღეს ეროვნული ტელევიზიით ამცნო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ახალი ხელმწიფის ინტრონიზაცია და ამ ცვლილების ძალაში შესვლა. 76 წლის ხუან კარლოსი ესპანეთის მეფე 1975 წლიდან მოყოლებული იყო. ის ტახტზე დიდი ხნის დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს სიკვდილიდან სულ ორი დღის შემდეგ ავიდა.