ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის უზენაესი სასამართლო კატალონიის ლიდერებს კითხავს


ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ კატალონიის დამოუკიდებლობის ლიდერების დაკითხვები დაიწყო. დროებით პატიმრობაში მყოფი ლიდერები ცდილობენ საპატიმრო თვის ბოლოს დანიშნულ რეგიონულ არჩევნებამდე დატოვონ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პაბლო ლარენამ რეგიონის 8 სამთავრობო ლიდერის და ორი ცნობილი აქტივისტის საქმეების შესწავლა დღეს დაიწყო. დაკავებულებს შრისაა კატალონიის ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ჯუნკერასი.

8 პოლიტიკოსს ბრალი ედება აჯანყებისკენ მოწოდებაში, ამბოხებასა და სამთავრობო თანხების მითვისებაში. ორ აქტივისტს კი ბრალი ედება აჯანყებისკენ მოწოდებებში და ბარსელონაში გამართული დემონსტრაციების წარმართვაში.

ესპანეთში რეგიონული არჩევნები 21 დეკემბერსაა დანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG