ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სფეის იქსის"  ორბიტალური ფრენა დღეს აიღებს სტარტს


"სფეის იქსის" ისტორიული ფრენა დღეს აიღებს სტარტს. ვაშინგტონის დროით 20:00 საათზე ამერიკელი მილიარდერის "სფეის იქსი" კოსმოსში მოგზაურობას დაიწყებს. ხომალდი უკვე მზად არის და მოგზაურობა სტარტს ნასას კენედის აეროდრომიდან დაიწყება. ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ადამიანები კოსმოსში იმოგზაურებენ და ყველა მათგანი სამოქალაქო პირია.

„სფეის იქსის“ მიერ გავრცელებული ცნობით ეკიპაჟის წევრებს შორის არ იქნებიან სამხედროები. ეს კი უპრეცედენტო მოვლენაა. ოთხკაციან ჯგუფს ჯერედ ისააკმანი უხელმძღვანელებს. ის კომერციული კომპანიიის შიფტ14-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ჯერედ ისააკმანი ამბობს, რომ ისტორიული ფრენა ქველმოქმედებისთვის იქნება გამოყენებული, მათი მიზანია წმინდა ჯუდის ბავშვთა საავადმყოფოს კვლევების დაფინანსებაში დეხმარონ. 4 კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სწორედ ამ საავადმყოფოს ექიმი ჰეილი არქენოა იქნება.

ჯგუფის წევრებს შორის იქნებიან საიან პროექტორი - გეომეცნიერი და კრის სემბროვსკი - ამერიკი საჰაერო ძალების ვეტერანი ინჟინერი. მათ ისტორიული ფრენის ბილეთი გათამაშებაში მოიგეს.

ელონ მასკის „სფეის იქსი“ კი ორბიტალურ ფრენას შეასრულებს, ანუ დედამიწას შემოუვლის. მოგზაურობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ 90 წუთში ისინი დედამიწას წრეს დაარტყამენ.

მილიარდერების გასეირნება კოსმოსში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00

ეს 2021 წლის განმავლობაში რიგით მესამე მილიარდერის მიერ დაფინანსებული კოსმოსური მოგზაურობა იქნება, თუმცა წინა ორთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავებით.

ბრიტანელი მილიარდერის „ვირჯინ გალაქტიკის“ და ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის „ბლუ ორიჯინის“ ფრენები სუბორბიტალური იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დედამიწის ორბიტისთვის არ მიუღწევიათ, მხოლოდ რამდენიმე წუთით კოსმოსში იმოგზაურეს.

მილიარდერების შეჯიბრი გრძელდება, თუმცა უახლოეს პერიოდში ამ მხრივ რაიმე სიახლეს არ უნდა ველოდოთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG