ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვირჯინ გალაქტიკი" კოსმოსის საკვლევად ორბიტაზე იტალიის საჰაერო ძალებს გაიყვანს


დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია "ვირჯინ გალაქტიკი" კოსმოსში პირველ კომერციულ გაფრენას გეგმავს. მისიას ერქმევა "ერთობა-23" (Unity 23). კომპანიის განცხადებით, ის დედამიწის ორბიტაზე სამეცნიერო კვლევისთვის იტალიის საჰაერო ძალების წარმომადგენლებს გაიყვანს.

კოსმოსში გაფრენა სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისისთვის იგეგმება. "ვირჯინ გალაქტიკის" ბორტზე იტალიას 3 ადამიანი ეყოლება, როგორც საჰაერო ძალებიდან, ისე რომში მოქმედი სამეცნიერო კვლევების ეროვნული საბჭოდან. ისინი შეისწავლიან უწონადობის მდგომარეობის ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.

ივლისში "ვირჯინ გალაქტიკმა" ეკიპაჟით დედამიწის ორბიტაზე პირველი გაფრენა განახორციელა. ბორტზე კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონიც იყო. გაფრენა წარმატებული გამოდგა, თუმცა შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იძიებს ხომალდის დაშვების დროს დაგეგმილი კურსიდან გადახვევის ინციდენტს, რაც ავტორიზებული არ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG