ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსში 11 წუთიანი ისტორიული მოგზაურობა დასრულდა


ისტორიული ფრენა წარმატებით დასრულდა. "ბლუ ორიჯინის" ხომალდი "ნიუ შეფარდი" და მისი 6 მგზავრი კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ უკან, დედამიწაზე დაბრუნდნენ. მოგზაურობა 11 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ფრენამ სტარტი ტეხასში აიღო და ყველა პროცესი სრულად ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. ფრენის დაწყებიდან მალევე ხომალდს ე.წ. კაფსულა გამოეყო. ბირთვი დედამიწაზე რამდენიმე წუთში დაბრუნდა, მოგვიანებით დედამიწაზე დაბრუნდნენ ხომალდის 6 წევრი, რომლებიც კაფსულაში იმყოფებოდნენ. კაფსულა მიწაზე პარაშუტების მეშვეობით დაეშვა.

"ეს შესანიშნავი დღეა ჩემს ცხოვრებაში,"- თქვა ფრენის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა, ამერიკელმა მილიარდერმა, რომელიც კაფსულაში ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

ფრენის დასრულდებიან მალევე "ბლუ ორიჯინმა" რომელიც ჯეფ ბეზოსის კომპანიაა, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კომპანია კოსმოსში რეგულარურ ფრენებს იწყებს, მსურველებს კი სპეციალური ფორმების შევსება ონლაინ შეეძლებათ. კომპანიას ამ დროისთვის არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება ფრენის ღირებულება.

მანამდე, 9 დღით ადრე კოსმოსში კიდევ ერთმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა იმოგზაურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG