სამხრეთ აფრიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი მორბენალ ოსკარ პისტორიუსს მეგობარი ქალი მკვლელობისთვის თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
2013 წელს რივა სტინკამპის მკვლელობისთვის სპორტსმენს თავდაპირველად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯასეს, მოგვიანებით პროკურორები პარალიმპიური ჩემპიონის 15 წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.
სტინკამპის ოჯახის წარმომადგენელმა სააგენტო "როიტერს" განუცხადა, რომ ეს ოჯახისთვის რთული დროა და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოჯახს სასამართლო სისტემის ნდობა დაუბრუნა.
30 წლის რივა სტინკამპი 2013 წლის ვალენტინობის დღეს საძინებლის საპირფარეშოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სასამართლო პროცესებზე პისტორიუსი ამბობდა, რომ მას ქალი მძარცველში შეეშალა.
Facebook Forum