ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსკარ პისტორიუსის სასამართლო


სამხრეთ აფრიკელი ამპუტანტ-მორბენალი სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა

საკუთარი მეგობარი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სამხრეთ აფრიკელი ამპუტანტ-მორბენალი და მეგა ვარსკვლავი ოსკარ პისტორიუსი სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა.
დღეს, პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა მკვლელობის შესასწავლად პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მუშაობა. მაგისტრანტმა მოსამართლემ დესმონდ ნეირმა პისტორიუსი თავდებით გაათავისუფლა. განჩინებას მოსამართლე ორი საათის განმავლობაში კითხულობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას სპორტსმენის ოჯახი სიხარულით შეხვდა.
პარაოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონს, ოსკარ პისტორიუსს მეტსახელად „სამართებელზე მორბენალის“ სახელით იცნობენ.
XS
SM
MD
LG