ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის პოლიციამ ოლიმპიელი სპორტსმენი დააკავა


ოსკარ პისტორიუსი ახალგაზრდა ქალის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

სამხრეთ აფრიკის პოლიციამ ოლიმპიელი სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. იგი ახალგაზრდა ქალის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის პრესცენტრის განცხადებით, ხუთშაბათს პისტორიუსი და 30 წლის ქალი, ბინაში ატეხილი სროლის დროს მარტო იყვნენ. გამოძიებაში სხვა ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ არსებობს.
საინფორმაციო საშულებების თანახმად, გარდაცვლილი რივა სტინკემპი სპორტსმენის მეგობარი გოგონა იყო, თუმცა პოლიცია ამ ინფრომაციას არ ადასტურებს, რადგან ოჯახს ცხედარი ჯერ არ ამოუცნია.
პოლიცია აცხადებს, რომ ოსკარ პისტორიუსის სახლში აქამდეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ოჯახურ ინციდენტებს, თუმცა არავინ იცის, სპორტსმენს ამ შემთხვევებთან რაიმე თუ აკავშირებდა.
მორბენალი პისტორიუსი პოლიციასთან უკვე თანამშრომლობს, იგი სასწრაფოდ სასამართლო პროცესის დანიშვნას ითხოვს. სასამართლო მოსმენა სავარაუდოდ ხუთშაბათს დაინიშნება.
XS
SM
MD
LG