ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერშეტევა სამხრეთ კორეაზე


სამიზნე სამხრეთ კორეის ბანკებისა და სამაუწყებლო კომპანიბის კომპიუტერული სისტემა გახდა

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქვეყნის კომპიუტერულ ქსელებზე თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეას მიუძღვოდა ბრალი.

თუმცა, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იმისაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს ჩრდილოეთ კორეის ჩართულობა ამ კიბერშეტევაში, თუ გათვალისწინებული იქნება სეულის წინააღმდეგ ფხენიანის მიერ წარმოებული კბერომის ხანგრძლივი ისტორია. ამასთან, სამხრეთ კორეის ინტერნეტის და უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეტევები ქვეყნის გარედან იყო განხორციელებული.

პრობლემები სამხრეთ კორეის ინტერნეტ სივრცეში გამოიწვია ვირუსის შემცველმა კოდმა, რის შედეგადაც გაითიშა წამყვანი სამაუწყებლო კომპანიების და ბანკების კომპიუტერული ქსელები.
XS
SM
MD
LG