ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატები კიბერ თავდასხმაში დაადანაშაულა. ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს მტკიცებით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ფხენიანის წინააღმდეგ ამგვარ თავდასხმებს სისტემატურად ანხორციელებენ.
უკანასკნელ დღეებში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ვებგვერდებზე მართლაც გავრცელდა გაურკვეველი წარმომავლობის ვირუსი. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ფხენიანს ბრალდებები უპასუხოდ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, რომელსაც სეულის მახლობლად მდებარე გარნიზონიდან ხელმძღვანელობენ.
როგორც ამ წვრთნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ელტონ რობერტსი ამბობს:“ ეს არის კომპიუტერული დაგეგმარების სამხედრო სწავლება, რომელიც სამხედრო დანაყოფების მეთაურთა შორის კორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.“