დღეს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად ის სახელდება, რომ თავდაცვის მინისტრი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, თუ როგორ გაართვა მან თავი ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთზე მიტანილ საარტილერიო თავდასხმას.
ამ განცხადებასთან ერთად მთავრობამ დღეს ის გადაწყვეტილებაც გამოაქვეყნა, რომ სეული კუნძულ იონპიენგზე სამხერდო მობილიზაციას გაააქტიურებს და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წამოსულ მომავალ თავდასხმებზე უფრო აგრესიულ რეაგირებას გააკეთებს.
ჩრდილოეთ კორეა კი სანაცვლოდ აცხადებს, რომ თუ სეული სამხედრო პროვოკაციებს თავს არ დაანებებს, ფხენიანი გააგრძელებს ისეთ იერიშებს, როგორიც სამშაბათს მიიტანა სამხრეთზე.