ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმი გადადგომას არ აპირებს


გაეროს უშიშროების საბჭოს ლახდარ ბრაჰიმიმ სირიაში კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის გეგმა წარუდგინა

სირიის საკითხებში გაეროს და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენლის, ლახდარ ბრაჰიმის განცხადებით, ის ყოველდღე ფიქრობს დაკისრებულ ვალდებულებებზე უარის თქმას, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ აპირებს.

მისივე განცხადებით, სირიამ ორ წლიანი ომის დასრულების გეგმა უახლოეს პერიოდში უნდა შეიმუშავოს. ამასთან, მან გაეროს უშიშროების საბჭოს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

გამოცდილმა დიპლომატმა პარასკევს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დროს გააცნო კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის გეგმა, რითაც გააქარწყლა ჭორები გადადგომის შესახებ.
XS
SM
MD
LG