ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკეინი დაზვერვის სამსახურის უფროსს დაუპირისპირდა


ზეწოლის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას მაინც არ აპირებს

ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსი და რესპუბლიკელების უფროსი კანონმდებელი ერთმანეთს შეერთებული შტატების მიერ სირიელი მეამბოხეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში კეთილგონიერებისა და ეფექტურობის შესახებ დაუპირისპირდნენ. სიტუაცია სენატში თავდაცვის კომიტეტში გამართული მოსმენის დროს დაიძაბა.

ერთ წელზე მეტია რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ობამას ადმინისტრაციას აკრიტიკებს, რომ სირიელ მეამბოხეებს იარაღით არ ეხმარება და ომისგან განადგურებულ ქვეყანაში საჰაერო ზონას არ ხურავს. მისი რისხვა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა.

ხუთშაბათს გამართულ მოსმენაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით სენატორმა წნეხში გაატარა ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსი ჯეიმს კლაპერი, რომელმაც სენატორს პასუხი დაუბრუნა.

ჯეიმს კლაპერი: სირიაში უამრავი იარაღია. და თუ დააპირებენ რესურსების მიმართვას ოპოზიციის დასახმარებლად, არ ვარ დარწმუნებული რომ, იარაღის დამატებითი მიწოდებით ოპოზიციას სასურველი გავლენა ექნება.

კლაპერმა დაამატა რომ, სირიაში საჰაერო ზონის დახურვა შესაძლებელია, მაგრამ შეერთებულ შტატებს ეს გარკვეული საზღაური დაუჯდება.
ამაზე სენატორმა მაკკეინმა უნდობლად უპასუხა.

ჯონ მაკკეინი: ახლა ბ-ნი კლაპერი და ადმინისტრაცია სხედხართ სენატში და ამბობთ რომ, არ იცით სად მიდის იარაღი. რომ დახმარებოდით სირიელ ხალხს რომლებიც თავიდანვე იბრძვიან ვიდრე ეს ჯიჰადის მებრძოლები გამოჩნდებოდნენ, ეგებ შეიძლებოდა რომ ამ დახმარებას პოზიტიური ეფექტი ჰქონოდა.

ამის შემდეგ მან კითხვა დასვა.

ჯონ მაკკეინი: უდიდესი სტრატეგიული დანაკარგია ირანში. თუმცა, არ გვეტყობა რომ, რაიმე რეალური ნაბიჯი ვიცოდეთ თუ როგორ შეიძლება სირიელი მეამბოხეების დახმარება.

დაზვერვის ეროვნული სამსახურის უფროსმა მაკკეინს აღარ უპასუხა. თუმცა მანამდე მოსმენაზე მან წარმოადგინა ადმინისტრაციის ხედვა სირიის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.
ჯეიმს კლაპერი: თითქმის სამწლიანი კონფლიქტის შემდეგ სირიაში არსებული რეჟიმის რღვევის პროცესი დაჩქარდა. ეს ჩანს ტერიტორიულ დანაკარგებში, სამხედრო ძალების ნაკლებობაში და ლოჯისტიკის არასრულყოფილებაში. ოპოზიცია ნელი ტემპით თუმცა ზემოთ მიიწევს. ასადის დღეები დათვლილია. თუმცა რამდენი დღე დარჩა ეს ჯერჯერობით უცნობია.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კლაპერმა გაიმეორა ადმინისტრაციის უკმაყოფილება რომ ფედერალური ხარჯების შეკვეცა ეტაპობრივად გამოიწვევს ამერიკის საიდუმლო სამსახურის შესაძლებლობების შესუსტებას და ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს, რადგან თავდასხმისთვის უფრო არასაიმედო გარემო იქნება. მან ასევე კიბერ-ომის და კიბერ-ჯაშუშობის გაზრდილი საფრთხის თაობაზეც ისაუბრა.

კლაპერმა განაცხადა რომ, საერთაშორისო სანქციები ირანის ეკონომიკას ძვირი უჯდება. მაგრამ თეირანი როგორც ჩანს არ აპირებს საკუთარი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, მანამდე ვიდრე ეკონომიკური პრობლემები შიდა არეულობას არ გამოიწვევს.

მან ასევე განაცხადა რომ, ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი სარაკეტო პროგრამა განავითარა მაგრამ ჯერ არ გამოუცდია საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები. გასულ კვირას შეერთებული შტატების კონგრესმენმა გაასაჯაროვა საიდუმლო ანგარიში, სადაც საუბარია რომ, ჩრდილოეთ კორეას დამატებითი ექსპერტიზა აქვს ამ საკითხში. კლაპერმა აღნიშნა, რომ ეს ანგარიში საიდუმლოებას წარმოადგენდა თუმცა კონგრესმენის ოფისიდან შემთხვევით გაჟონა.
XS
SM
MD
LG