ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი დამასკოში


ამბოხებულებმა ხელისუფლების წარმომადგენელი მოკლეს

სირიის ოპოზიციის ცნობით, დამასკოს ერთერთ რესტორანში ხელისუფლების წარმომადგენელი მოკლეს. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორანს, იმ დროს, როდესაც იქ სირიის სოცუზრუნველყოფის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელძღვანელი ალი ბალანი იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სამინისტროს მაღალჩინოსანი დაიღუპა. გასულ თვეს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად დამასკოს მეჩეთში ხელისუფლების მომხრე სასულიერო პირი მოჰამედ ალ-ბუტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG