ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა დამასკოს ძველ უბანში


ასადმა პირობა დადო, რომ ქვეყანას იმ ექსტრემისტებისგან გაათავისუფლებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა პირობა დადო, რომ ქვეყანას იმ ექსტრემისტებისგან გაათავისუფლებს, რომლებსაც მან ტერორისტული აქტის მოწყობაში დასდო ბრალი. თავდასხმა დამასკოს ძველ უბანში მდებარე მეჩეთში მოხდა და მან სულ ცოტა 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასადის განცხადებით, ხუთშაბათს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ის სირიელებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას „ბნელი და ექსტრემისტული ძალებისგან გაწმინდავს.“
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი მუჰამედ ალ ბუტი იყო, რომელიც მეამბოხრეებს მკაცრად აკრიტიკებდა და საჯარო გამოსვლებში მთავრობის პოზიციას ამყარებდა.
სირიის ოპოზიცია უარყოფს თვითმკლელი ტერორისტის მიერ თავდასხმის ორგანიზებას. სირიის ორ წლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ეს პირველი ტერაქტი იყო, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იქნა განხორციელებული.
XS
SM
MD
LG