ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დემოკრატიაზე თავდასხმა“ - ნიდერლანდების მეფე რეპორტიორზე თავდასხმას ეხმაურება


ნიდერლანდების მეფე, უილემ - ალექსანდრე გმობს ჟურნალისტ პიტერ დე ვრისზე შეიარაღებულ თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა.

გამომძიებელ ჟურნალისტს, დე ვრისს ამსტერდამში ესროლეს. 2005 წელს, არუბაში გაუჩინარებული ამერიკელი გოგონას შესახებ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების გამო, მას „ემის“ ჯილდო აქვს მიღებული.

პოლიციის ოფიცრები შემთხვევის ადგილზე
პოლიციის ოფიცრები შემთხვევის ადგილზე

ამსტერდამის მერი ამბობს, რომ ახლა ჰოსპიტალში მოთავსებული ჟურნალისტი სიცოცხლისთვის იბრძვის.

„ეს არის თავდასხმა ჟურნალისტიკაზე, ჩვენი კანონის უზენაესობის ქვაკუთხედზე. ეს არის თავდასხმა ჩვენს კონსტიტუციურ წყობაზე“ - განუცხადა ნიდერლადნების მეფემ ჟურნალისტებს.

პოლიცია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სამი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, მათ შორის შესაძლო თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG